Translate Jadosnuri Gamotsana (ჯადოსნური გამოცანა)

Georgisch

Jadosnuri Gamotsana (ჯადოსნური გამოცანა)

მომენატრები, რომ ისევ ამიხდინო ძველი ზღაპრები
რომ ისევ გვეძახოდნენ თეთრი აფრები,
ბავშობის ტკივლივით მომენატრები
ვერავინ გამოგიცნობს.

ასე რად ხდება? იმ კოცნის ნაკვალევი რატომ არ ქრება?
და ღამე მზის სხივებით როგორ ნათდება?
სული კი ძველ სიმღერას მთხოვს.

ასე რად ხდება? წარსული სიზმარივით რატომ არ ქრება?
და ღამე მზის სხივებით როგორ ნათდება?
ვერაფერს ვერ გაუგებ დროს.

ასე რად ხდება? ცხოვრება საათივით დატრიალდება
და ყველა ქარიშხალი უცებ ჩადგება
სიყვარულს მოსვლა მაინც აგვიანდება
ვერავინ გამოგიცნობს.

..ნეტავ სადა ხარ? ო, როგორ მენატრება შენი დანახვა
შენ ჩემი ჯადოსნური გამოცანა ხარ,
ვერავინ მიგიხვდება სხვა X2

რომ ისევ ამიხდინო ძველი ზღაპრები
ბავშობის ტკივლივით მომენატრები.
..მისამღერი

ასე რად ხდება? თითქოს ის ნაკვალევი რატომ არ ქრება?
და ღამე მზის სხივებით როგორ ნათდება
სული კი ძველ სიმღერას მთხოვს X2

Weitere Übersetzungen von "Jadosnuri Gamotsana (ჯადოსნური გამოცანა)"
Kommentare