Por favor, ayuda a traducir "ფსოუს წყალი (Psou's Water)"

Compartir
Tamaño de fuente
Letra original

ფსოუს წყალი

ეს სისხლი, ეს ცრემლიც, ეს ძაძაც დრო სუფთა,
დროს სურდა დროებით, ძმათა გზის არევა,
ვით დაჭრილ ირმის გუნდს, გულს ისევ მოსწყურდა,
მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა,
ვით დაჭრილ ირმის გუნდს, გულს ისევ მოსწყურდა,
მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა.
 
ვუმღეროთ სამშობლოს ძლიერს და ერთიანს,
გვიყვარდეს ერთურთი, ეს ყველას ვალია,
დალიეთ, შვილები მადლობას გეტყვიან,
დალიეთ გმირებო, ეს ფსოუს წყალია.
 
მშვიდობის მაცნეთა ცა ხმლებით გახაზეს,
დარდის და ცრემლისთვის დროს აღარ სცალია,
 
დალიეთ, მშვიდობა ვუსურვოთ აფხაზეთს,
დალიეთ გმირებო ეს ფსოუს წყალია.[x2]
 
წავიდა, განქარდა დღეები საზარი,
და იტყვის, რაც მოხდა, ვისი რა ბრალია,
დალიეთ, სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
დალიეთ გმირებო ეს ჩვენი წყალია.
 
ვუმღეროთ სამშობლოს ძლიერს და ერთიანს,
გვიყვარდეს ერთურთი, ეს ყველას ვალია,
დალიეთ, შვილები მადლობას გეტყვიან,
დალიეთ გმირებო ეს ფსოუს წყალია.
 
Translation
 
Inicia sesión o regístrate para publicar traducciones.
Las traducciones de "ფსოუს წყალი"
Comentarios