Por favor, ajuda a traduzir "გიორგობის თვე (Giorgobis tve)"

Compartilhar
Tamanho da fonte
Letras originais

გიორგობის თვე

თუნდ ჩემს ირგვლივ ხის ფოთლებიც
ნაღვლიანად ბაასობდნენ
შენს სიყვარულს თუ მაჩუქებ
არ მოვკვდები არასოდეს
 
გინდ ცხოვრება გამიმწარდეს
ტკბილი წამი არ მახსოვდეს
თუ სიყვარულს არ წამართმევ
არ მოვკვდები არასოდეს
 
მისამღერი:
გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო
ჩამახედე სევდის თვალებში
ჩემო სიცოცხლეო ფიქრად დამღვარეო
არ მომაკლო შენი ალერსი
 
თეთრი ზამთრის მოლოდინი
ეგ თითები თოვლისფერი
მომაფერე გევედრები
უსასრულოდ იყავ ჩემი.
 
გინდ ვარდები არ ვარდობდეს,
გინდ დილა არ ლამაზობდეს,
თუ სიყვარულს არ წამართმევ,
არ მოვკვდები არასოდეს.
 
მისამღერი:
გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო
ჩამახედე სევდის თვალებში
ჩემო სიცოცხლეო ფიქრად დამღვარეო
არ მომაკლო შენი ალერსი
 
Translation
 
Entre ou se cadastre para postar a tradução
Traduções de "გიორგობის თვე"
Comentários