Молимо, помозите овом преводу: "გესმოდეს (Gesmodes)"

Објави
Величина фонта
Оригинални текстови

გესმოდეს

თუმცა ბევრი რამე მქონდა,
გული შენთან ყოფნას მთხოვდა,
სხვა არაფერი მახსოვდა
გარდა შენი ალერსის.
სევდა ჩემი დროს მიჰქონდა,
გული ისევ ბობოქრობდა.
თვალზე ცრემლი მოოქროვდა,
შენი ხმა რომ არ მესმის.
 
მისამღერი:
 
.. გესმოდეს მინდა დღეს,
გჯეროდეს, გეტყვი ყველაფერს.
მე გეტყვი სიმართლეს,
სხვას მე ვერ გეტყვი ვერაფერს.
გეძახი, ნუ წახვალ,
შენ ჩემი აღმაფრენა ხარ.
მიხვდები, რომ წახვალ,
აცრემლებული რომ წახვალ.
 
წუთები წამებად დამამახსოვრეს ამ წლებმა,
წარსული მახსოვს და გული არ დამწყდება.
არ მინდა სხვა მეტი თვალების არჩევა,
აქ ხარ და თან გეტყვი, რომ ჩემთან დარჩება.
ფიქრები, რომლებმაც მე ასე დამღალეს,
არ ვიცი ეს სიტყვები ოდესმე თუ გაგახარებს,
რადგან ეს განწყობა სევდამ დღეს უფრო არია
ჩემთვის ასეთი შედეგი არ ვიცი რისი ბრალია.
თუ ეს ხმა შენამდე შენთვის იმედით მოვიდა,
იცოდე თვალი თვალს, გული გულს გზას იპოვნიდა.
ვცდებოდე ნეტავ, რაც მე მართალი მეგონა,
რომ არ გსურდა არასდროს ეს ხმა რომ გაგეგონა,
რაც შენთვის მაქვს მე სულ თან და მაქვს იქით,
საკუთარ თავს სადაც არ სძინავს შენზე ფიქრით.
და მაინც თუ შენამდე ჩემთვის დიდი ხიდია,
იცოდე მე ამისათვის თავი გადამიდია.
 
მისამღერი..
 
თუმცა ბევრი რამე მქონდა,
გული შენთან ყოფნას მთხოვდა,
სხვა არაფერი მახსოვდა
გარდა შენი ალერსის.
სევდა ჩემი დროს მიჰქონდა,
გული ისევ ბობოქრობდა,
თვალზე ცრემლი მოგროვდა,
შენი ხმა რომ არ მესმის.
 
მისამღერი..
 
.. რაც მე ოდესმე მითქვამს
მინდა რომ შენც იგივე თქვა.
შენთან შეხვედრის დღიდან
შენთან ერთად ყოფნა მსურდა [x2]
 
Translation
 
Пријавите се или се региструјте да бисте могли објавити превод
Преводи за "გესმოდეს"
Коментари