Plakala (Плакала) (превод на грузински)

Реклама
превод на грузинскигрузински
A A

ავტირდი (თავისუფალი თარგმანი)

შენს სიტყვებს იცოდე, თავს მაინც დავაღწევ,
და მაინც კვლავ მთელი და საღი დავრჩები,
მთელი წლის წყენით ფასს მაინც არ ვაგდებ,
ხიდები, იწვიან ხიდები
და ყალყზე დგებიან ცრემლის ზღვის ტალღები.
იცოდე, თამაში ჩემია,
ნაკლები სიტყვები,
მთავარი ხომ საქციელია.
 
ისრებით, სულ მცირე, სხეულს ვერ დამიფლეთ,
გახსოვს კი, ყინულქვეშ თუ როგორ ჩამაგდე?
ჩემს სულს ვეღარ ვწვდი და როგორ დავკარგე
მეტკინა, რა მწარედ მეტკინა
და სისხლი ადუღდა გახელებამდე.
იმ გოგოს უკვე არ სძინავს,
სიტყვების არ სჯერა,
რადგან მთავარი ხომ მაინც ქცევაა.
 
ავტირდი და ია ხელახლა აყვავდა,
დღეები იდუმალ ნიშნებად გაბრწყინდნენ,
დედა და მისი პატარა გოგონა,
ქურასთან მიმსხდარნი, გვერდიგვერდ ატირდნენ.
 
ღამე დანაცრდა და დილას ყოველი იქცა რუხ ბინდებად,
მე ახალ ყვავილთა მოძებნა მჭირდება,
წვიმით დავიბან ამ პირისახეს, სხვა რაა საჭირო?
ამ გულს კი ლაბადის ნაკეცთქვეშ დავიხშობ.
ვის უნდა სიტყვები?
თუ რწმენით ინთები?
 
ავტირდი და ია ხელახლა აყვავდა,
დღეები იდუმალ ნიშნებად გაბრწყინდნენ,
დედა და მისი პატარა გოგონა,
ქურასთან მიმსხდარნი, გვერდიგვერდ ატირდნენ...
(X3)
 
Публикувано от არჩილ რაჭველიარჩილ რაჭველი в съб., 19/01/2019 - 19:03
Последно редактирано от არჩილ რაჭველიარჩილ რაჭველი на пон., 21/01/2019 - 05:50

Plakala (Плакала)

Коментари
LolaskaLolaska    нед., 09/06/2019 - 13:35

The source lyrics have been updated. Please review your translation.

ZolosZolos    ср., 14/08/2019 - 19:28

The source lyrics have been updated. Please review your translation.