Русия води позорна война срещу Украйна.     Бъдете с Украйна!
  • Valery Meladze

    Река времени → превод на грузински

Споделяне
Размер на шрифта
Превод
Размяна на местата на текста и превода

დროის მდინარე

ასეთივე ნათელ ამინდში,
არა მრავალი წლის წინ,
ჩვენ ასევე ვიდექით მდინარის პირას.
მე ჩემს სიყვარულზე
მინდოდა მომეთხრო,
შენ კი მხოლოდ დუმილით იღიმებოდი,
დედამიწაზე კი გაზაფხული იდგა,
და ყველაფერი ირწეოდა ტალღებზე,
მიცურავდა სამხრეთისკენ, პატარა გემი.
 
დრო კი სულ გარბის,
მსუბუქია მისი ნაბიჯები,
და დღეებმაც შეუმჩნევლად გაირბინეს.
ახლა უკვე მარტო
ვდგავარ მე მდინარესთან,
მასში კი არაფერი შეცვლილა,
დედამიწაზეც ისევ გაზაფხულია,
და ჩვენი პატარა გემი ტალღებზე
მიცურავს სამხრეთსაკენ...
 
ო, ნუ გაიქცევი ჩემგან,
დროვ,
როგორც ფიცხი ქალწული.
ო, ნუ გაფრინდები უჩემოდ
ცაში
ქათქათა ფრინველივით...
 
ო, ნუ გაიქცევი ჩემგან,
დროვ,
როგორც ფიცხი ქალწული.
ო, ნუ გაფრინდები უჩემოდ
ცაში
ქათქათა ფრინველივით...
 
ო, ნუ გაიქცევი ჩემგან,
დროვ,
როგორც ფიცხი ქალწული.
ო, ნუ გაფრინდები უჩემოდ
ცაში
ქათქათა ფრინველივით,
ქათქათა ფრინველივით,
ქათქათა ფრინველივით...
 
Оригинален текст

Река времени

Натиснете тук, за да видите оригиналния текст (руски)

Коментари