Advertisement

ხოხბის ყელივით ლამაზი (Transliteration)

Advertisement
Georgian

ხოხბის ყელივით ლამაზი

ხოხბის ყელივით ლამაზი
ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემკენ იღიმის მაცდურად
ბინდი გადმეკრა თვალზედა
 
ნეტავი თუ გყავს ქმარია
მარტო რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო
არ მოგიცილებ მკლავზედა x2
 
შენს თავს არავის დავუთმობ
ვფიცავ ამ ჩემსა მზესაო
შენთვის გავწირავ სიცოცხლეს
შენთვისა შევძრავ მთრებსაო
 
ბევრს არასა გთხოვ მისმინე
ამ ჩემი გულის კვნესაო
ამაღამ ჩემთან გადმოდი
არაკებს გეტყვი ბევრსაო x2
 
ჩაძინებულს რომ გნახვიდე
შვლის ნუკრის თვალებიანო
ქალავ შენს ახლოს ვერ მოვალ
გული არ შაგიფრთხიალო
 
მარტო დაგხედავ მძინარსა
ჩუმად რომ შაგეხმიანო
იქნებ ჩურჩულით შაგკითხო
რა გესიზმრება ფრთიანო x2
 
ნეტავი თუ გყავს ქმარია
მარტო რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო
არ მოგიცილებ მკლავზედა x2
 
Align paragraphs
Transliteration

Khokhbis Qʼelivit Lamazi

Khokhbis qʼelivit lamazi
Kali gadmodga mtazeda
Chemkʼen ighimis matsdurad
Bindi gadmekʼra tvalzeda
 
Netʼavi tu gqʼavs kmaria
Martʼo rad gishvebs tsʼqʼalzeda
Chemi rom iqʼo lamazo
Ar mogitsileb mkʼlavzeda /x2
 
Shens tavs aravis davutmob
Vpitsav am chemsa mzesao
Shentvis gavtsʼirav sitsotskhles
Shentvisa shevdzrav mtrebsao
 
Bevrs arasa gtkhov mismine
Am chemi gulis kʼvnesao
Amagham chemtan gadmodi
Arakʼebs getʼqʼvi bevrsao /x2
 
Chadzinebuls rom gnakhvide
Shvlis nukʼris tvalebiano
Kalav shens akhlos ver moval
Guli ar shagiprtkhialo
 
Martʼo dagkhedav mdzinarsa
Chumad rom shagekhmiano
Ikneb churchulit shagkʼitkho
Ra gesizmreba prtiano /x2
 
Netʼavi tu gqʼavs kmaria
Martʼo rad gishvebs tsʼqʼalzeda
Chemi rom iqʼo lamazo
Ar mogitsileb mkʼlavzeda /x2
 
Submitted by amateur on Fri, 16/05/2014 - 23:38
Last edited by amateur on Thu, 25/06/2015 - 14:05
More translations of "ხოხბის ყელივით ..."
Transliterationamateur
Collections with "ხოხბის ყელივით ..."
See also
Comments