Aluda Qetelauri - თამარა

Advertisements
Georgian

თამარა

ღამისფერი თვალები გაქვს მშვენიერო
სიკვდილამდე შეგიყვარებ აბა რა,
შენ გიმღერი ლექსიც შენ მსურს დაგიწერო
ხევსურეთის სიამაყევ, თამარა
 
გამიღიმე, გამახარე, თამარა
გრძნობის ალში გავეხვიოთ თამარა
ტრფობის თასი გამოვცალოთ თამარა
ჩემი გულის სიამაყევ, თამარა
 
შენ გულისთვინ რამდენ რაყიფს დავხოცავდი,
დაგტოვებდი ჩემი გულის ამარა,
მე რად მინდა სხვა ხატი და სალოცავი
შენ ხარ ჩემი სალოცავი, თამარა!
 
გრძნობის ალში გავეხვიოთ,თამარა
სიყვარულით დამეხილო, თამარა
… ტრფობის თასი გამოვცალოთ, თამარა
ჩემი გულის სიამაყევ,თამარა
 
Submitted by WeaknessOfHeart on Tue, 22/03/2016 - 10:12
Thanks!

 

Advertisements
Video
Comments