Advertisements

Georgian Folk - ჯარჯი (Jarji)

Georgian/Romanization
A A

ჯარჯი

1. ჯიხვთან ნავალი კლდეები
რომ ნახოთ გაგიკვირდებათ
იმათ ნაწოლსა ნადგომსა
თოლნი არ მოეკიდება
იმათ მიხოსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაეკიდება
 
ჯარჯიმ ჩახედა ჯიხვებსა
რა მშვენიერნი წვანანო
||: რქა რქაზე გადაუდვია
ანგელოზებსა ჰგვანანო :||
 
2. ჩამოუქროლა ვაჟკაცმა
ხირიმით სპილოს ძვლიანით
||: წინ ჯიხვთა უკან ჯარჯიმა
კლდეეზე გადიღეს გრიალი :||
 
ამოიყვანეს ვაჟკაცი
ტირის ფშავეთის მთანია
||: კარებზე გამოასვენეს
კლდით დაფლეთილი ტანია :||
 
სახსოვრად ჯარჯის საფლავზე
დააქრეს ჯიხვის რქანია
||: ზედ გაუკეთეს წარწერა
ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარი :||
 
Thanks!
Submitted by hajoseszterhajoseszter on Sat, 17/10/2020 - 21:31
Submitter's comments:

You can listen to it here: http://tsutisopeli.com/artist.php?lang=geo&id=37#

Lyrics is provided by Aurelia Shrenker.

 

Advertisements
Video
Comments
Read about music throughout history