Russia is waging a disgraceful war on Ukraine.     Stand With Ukraine!
  • იქნება ჯობდა • Janghi (2000)

Share
Font size
Original lyrics

იქნება ჯობდა lyrics

რომ არ დამეთმო გვირილა, ძეწნა,
არ დამელანდე ქვეყნად აროდეს,
ყვავილებისგან გვირგვინი მეწნა
და სიმღერებით მევლო წყაროზე,
მევლო ზედაშით, სადაც ქადაგი
ჩემს ხმიადებზე დაილოცებდა,
მექსოვა მზითვის ჯეჯიმ-ფარდაგი,
მქონოდა ქალაქს ჩასვლა ოცნებად,
შევგუებოდი ნისლიან ერდოს,
სარკმელში გაკრულ ღამეს და ეშმას,
ხან მოვხტომოდი უბელო თეთრონს,
ჩაშლილ ნაწნავში ქარს ეთარეშა,
მეკითხა ზეცა ცისკარ-საღამოს,
მყოლოდა ლელა, ბაკური, ჩონთა,
რომ ვყვარებოდი მწყემსს და სალამურს,
იქნება ჯობდა, იქნება ჯობდა.
 

 

Comments