Wish You Were Here (Georgian translation)

Advertisements
Georgian translation

მსურს რომ აქ იყო

მაშ ასე, მაშ მეუბნები რომ შეგიძლია განმისხვავო
სამოთხე ჯოჯოხეთისგან,
ლურჯი ცა კტივილისგან,
შეგიძლია განასხვავო მწვანე მინდორი
ცივი ფოლადის ლიანდაგისგან?
ანდა ღიმილი პირბადისგან?
ფიქრობ რომ შეგიძლია განასხვავო?
 
გაიძულეს თუ არა რომ გაგეყიდა
შენი გმირები მოჩვენებების,
გავარვარებული ნაკვერჩხლები ხეების,
ცხელი ჰაერი ცივ ნიავის,
ხოლო ცივი მყუდროება ცვლილებების სანაცვლოდ?
გადაცვალე კი
სეირნობა ომში მონაწილეობაზე?
მთავარ როლზე გალიაში?
 
როგორ მსურს, როგორ მსურს ტომ აქ იყო,
ჩვენ უბრალოდ ორი გზააბნეული,
აკვარიუმში მოცურავე სული ვართ,
წლიდან წლამდე
ერთი და იგივე ადგილის მტკეპნელნი.
და რა ვიპოვეთ?
ისევ იგივე ძველი შიშები,
მსურს რომ აქ იყო.
 
Submitted by Stilianos Davidoglu on Mon, 07/11/2016 - 22:45
English

Wish You Were Here

Comments