Ancestors of the Lake (traduction en géorgien)

Advertisements
traduction en géorgien

ტბის წინაპრები

ეს ტბა; ეს მიწები, რომელზეც ვდგავარ,
ძველთაძველია, დავიწყებული ეპოქები გამოიარეს.
 
და თითოეულს უძველესი სახელი ჰქვია;
ნაშთები მათი, ვინც ჩვენამდე აქ ბინადრობდნენ.
 
ხანდახან ვფიქრობ, რომ აქ მოფრენილ ყორნებს
მათი გზააბნეული სულები მოჰყავთ ამ მიწაზე, რომ მათ სახლი აღარ დატოვონ.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ესენი ყორნებია
მხოლოდ და მხოლოდ.
 
ხანდახან ვფიქრობ, რომ აქ დაცემული წვიმის წვეთები
შინ დაბრუნებული მათი ცრემლებია - რომ მათ მეტად აღარ იტირონ.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ესენი წვიმის წვეთებია
მხოლოდ და მხოლოდ.
 
ხანდახან ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც სულს განვუტევებ,
შეუერთდება ჩემი სული იმ უძველესებს,
ჩვენს საყვარელ მთებს რომ ვუმღეროთ.
მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ დროისათვის,
მტვერი ვიქნებით
მხოლოდ და მხოლოდ.
 
Publié par marwan deaf le Sam, 20/10/2018 - 09:34
anglais

Ancestors of the Lake

Commentaires