Ana Malazonia - Magnolia (მაგნოლია)

Reklám
Grúz/Romanization/Transliteration
A A

Magnolia (მაგნოლია)

ვით ფოთოლი შენი მზეზე მოციმციმე ქარებს აყოლია,
და წასულან შენგან გაფრენილან შენგან მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა სხვათა სხვათა უტყვი გამგონეა,
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ ჩემო მაგნოლია.
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა დაგვყოლია
მიგვატოვონ მარად მათ სამხრეთის ქართა, რაღაც არ მგონია,
მაგრამ გული მისი სხვათა სხვათა სხვათა უტყვი გამგონეა,
მე არ ვიცი რატომ, არც შენი იცი რატა ჩემო მაგნოლია.
 
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია...
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!
 
Köszönet
thanked 7 times
Kűldve: GulalysGulalys Vasárnap, 22/02/2015 - 22:05

 

Reklám
Videó
Please help to translate "Magnolia (მაგნოლია)"
Hozzászólások