Oroszország gyalázatos háborút folytat Ukrajna ellen.     Állj ki Ukrajnával!
  • Debi Ishkhnelebi

    წაღვერი და თბილისი

Ossza meg
Betűméret
Eredeti dalszöveg

წაღვერი და თბილისი szöveg

აბა როგორ დაგიამო, ან რა ლექსი გიმღერო,
ქალო ალვის ტანიანო, ვარდისა და მზის ფერო,
 
ნუთუ აღარ გაგახსენდი რაც აქედან წახვედი,
ოჰ, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და წაღვერი.
 
თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი, თუ მიდამოს გავცქერი,
მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი,
 
შენზე ფიქრებს გადავურჩე, თუ თბილისის მზე მწვია,
ვეღარ მოგისწარ ბაქანზე, ეს რომ გამომეძია.
 
ბევრი კოცნა დაგადევნეერთიც არ მოგეწია.... x2
 
აგერ უკვე სამი დღეა რაც დატოვე ეს მხარე
და წერილიც არ მომწერე ერთიც არ გამახარე,
 
შენ ნაძვნარში დასეირნობ მე კი მადნობს ივლისი,
ოჰ, ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და თბილისი.
 
იქნებ სხვაზე გადამცვალე, სხვას აენთე კელაპტრად,
არ გიყვარვარ, ჩემი ლექსი აბა რად მოგენატრა?
 
თუ გიყვარვარ, რად გამირბი, რატომ თავაზიანობ?
თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა ეჭვით დამაზიანო?
 
ჩემო ვარსკვლავთვალიანო, მთვარის თანაზიარო...x2
 
ჩემი გრძნობა წმინდა არის ვით ანკარა მთის წყარო,
და მგოსანზე უკეთესმა ქვეყნად ვინ შეგიყვაროს?!
 
პოეზიის სურნელება მსურს, რომ გადმოგიღვარო,
სიხარულის დღეებია, მოდი, ჩვენც გავიხაროთ!..
 

 

"წაღვერი და თბილისი ..." fordításai
Collections with "წაღვერი და თბილისი"
Hozzászólások