Per favore aiutaci a tradurre “შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ (Shav ghvinoshi alublebi banaoben)”

Condividere
Dimensione del font
Testi originali

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ
ეგ ტუჩები დასალევად მენანება.
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება!
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება
შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ
ეგ ტუჩები დასალევად მენანება (მე).
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება!
 
ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა.
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.
 
შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება (მე).
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება!
 
ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა.
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა, მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
(ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა...)
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
(გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა...)
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
(ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა...)
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.
 
შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება (მე).
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება! (×2)
 
Translation
 
Accedi o registrati per pubblicare una traduzione
Traduzioni di “შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ”
Commenti