• სიჭაბუკე

  • 2 translations
    English #1, #2
Favorites
Share
Font Size
Original lyrics

სიჭაბუკე lyrics

ჩემი ფიქრი ჩემი დარდი
შენი იყავი ერთადერთო
როცა გულში მაისი და
სიყვარულის ცეცხლი გვენთო
 
მისამღერი:
 
რა ყოფილა სიჭაბუკე
ჩემო კარგო ვხვდები უკვე
ეს წლებია სიყვარულისა.....
 
აბა როგორ დავივიწყო
ოცნებების წლები წმინდა
მერე რა რომ არ აგვიხდა
რა ვუყოთ თუ გაგვიფრინდა.
 
მის:
 
გამოუცდელ წლების ჭიდილს
ვეწამე და დავიღალე
გულში გვენთო სიყვარული
მაგრამ მაინც გავიყარეთ.
 
მის:
 
ახლა როცა სადმე ვხვდებით
თვალებს ისე ამარიდებ
ვითომ ახლაც ერთმანეთი
არ გვიყვარდეს თითქოს კიდევ.
 
მის:
 

 

Translations of "სიჭაბუკე ..."
English #1, #2
Comments