• დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს

  • 1 translation
Favorites
Share
Font Size
Original lyrics

დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს lyrics

დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს
გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს
გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს
 
დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარღვში
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ დასცვენია
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია
 
დაუკარით და იმღერეთ შადიანი
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი
დაუკარით ძველებური დარდიანი
დაუკარით არწივების ასაფრენი
 
ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ
დავიღლები საქართველოს სიყვარულში
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ
 

 

Translations of "დაუკარით რომ ძველ ..."
Comments