✕
Грузинский
Перевод
Оригинал
რატომ
Нажмите, чтобы увидеть оригинальный текст (Английский)
რამდენჯერ უნდა ვეცადო გითხრა,
რომ ვწუხვარ იმ რამეების გამო, რაც გავაკეთე
როდესაც ვეცდები გითხრა,
აი, მაშინ უნდა მითხრა,
ჰეი, ამგვარი განსაცდელი მხოლოდ დასაწყისია
თავს ძალიან ხშირად ვეუბნები:
რით ვეღარ ისწავლე, რომ მოკეტო შენი დიდი პირი?
ამიტომაცაა ასე ძალიან მტკივნეული იმ სიტყვების მოსმენა,
რომლებიც ცვივა შენი პირიდან
ცვივა შენი პირიდან
მითხარი რატომ
გთხოვ, მითხარი რატომ
მაშ, მე შეიძლება გიჟი ვარ, მე შეიძლება ბრმა ვარ
მე შეიძლება მწარედ უკეთური ვარ
მაგრამ ჯერაც ვხვდები, თუ რაზე ფიქრობ
და ძალიან ხშირად მსმენია, რომ აჯობებდა წასულიყავი
გარდა ამისა, რატომ ვერ ხედავ, რომ ეს გემი იძირება?
ეს გემი იძირება, ეს გემი იძირება
მოდი ჩავიდეთ წყლის ნაპირზე
და ჩვენ შეგვიძლია გავრიყოთ ეს ეჭვები
ზოგი ერთი რამე ჯობია უთქმელი დარჩეს
მაგრამ ისინი ჯერაც შინაგანად მაღელვებენ
შინაგანად მაღელვებენ... პაწიავ, შინაგანად მაღელვებენ
ეს ის წიგნია, რომელიც არასოდეს წამიკითხავს
ეს ის სიტყვებია, რომლებიც არასოდეს მითქვამს
ეს არის ბილიკი, რომელსაც არასოდეს დავადგები
ეს ის ოცნებებია, რომლებზეც სანაცვლოდ ვიოცნებებ
ეს ის სიხარულია, რომელიც იშვიათად ვრცელდება
ეს ის ცრემლები, ცრემლები რომლებიც დავღვარეთ
ეს არის შიში, ეს არის ძრწოლა
ეს არის ის, რაც მიტრიალებს თავში
და ეს ის წლებია, რომლებიც ჩვენ გავატარეთ
და ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ
იცი, რას ვგრძნობ?
იმიტომ, რომ მე არა მგონია, რომ შენ იცი, თუ რას ვგრძნობ
რას ვგრძნობ, შენ არასოდეს გეცოდინება, თუ რას ვგრძნობ
შენ არასოდეს გეცოდინება
რატომ?
✕
Переводы "Why"
Грузинский
Комментарии
- Войдите или зарегистрируйтесь, чтобы получить возможность отправлять комментарии
Россия ведет позорную войну с Украиной. Поддержи Украину!
Ia