• Unknown Artist (Georgian)

    გაზაფხულის წვიმა მინდა

  • 1 translation
Favorites
Share
Font Size
Original lyrics

გაზაფხულის წვიმა მინდა lyrics

გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში,
გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში .
შენს ნაწნავში ბზის ჩატნევა და დამალვა ქვევრში,
მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში.
 
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა...
მინდა შენთვის ზვრების გაშლა და სიცოცხლე ვაზის .
დაბრუნებულ წისქვილს უსწრებს შენით გულის შფოთვა
და სიკვდილი მირჩევნია შენთან გაყრას სამ გზის
 
შატილის ცის ვარსკვლავები არეკლილი თვალში,
ჩარგლის ფერდზე შემოდგომა, მოლოდინი ზამთრის .
მიყვარს შენი ტკბილი სუნი, ფოთიალი თმაში ...
სავსე მთვარის სიყვითლე და მოლოდინი ავდრის
 

 

Translations of "გაზაფხულის წვიმა ..."
Comments
ScieraSciera    Wed, 15/04/2015 - 17:57

There already is an artist entry named "unknown artist (georgian)", so I've moved these lyrics to that.