✕
აბა, ერთიც ჩამოასხით
მომაწოდეთ ფიალა,
კახურ მიწა-წყალს დავლოცავ
გაგიმარჯოთ მთლიანად !
დაგელოცოს ივრის ჭალა
და ალაზნის დინება,
ვინც ამ კუთხემ გამოზარდა
მათ წინაპარს დიდება !
ბევრი ვაებაც გინახავს
გაგამწარა თათარმა,
შენ კი მაინც ტკბილი დარჩი
როგორც ქვაბში თათარა.
ალავერდის ძალი მოგცეთ
და ქურმუხის მხნეობა
ქალ-ვაჟების დაწყვილება
ქორწილი და დღეობა.
ერთი ისე მოშენდით რომ
მტერს დაუდგეს დილა ქუში ,
ჯიგრიანო კ ა ხ ე ლ ე ბ ო
გენაცვალელეთ ყველას გულში !
მარად იყავ რთველიანი
ბარაქალა ამიერს
ქვევრში ღვინო , თონეს პური,
ს ჭ ე ქ დ ე მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ ს !!!
Comments