✕
آلبوم:
THE BOOK 3
متن ترانه
ترجمه
アイドル
Idol (კერპი)
უშიშარი ღიმილით ის არყევს მედიას
ყველას უნდა, ნათელი მოჰფინოს მის საიდუმლოს
სუსტი მხარეების მკობაც არის მისი AREA
თითზე დაგვიხვიე უნაკლო ტყუილებითა
ზებუნებრივი კერპი ხარ
რა კერძს მიირთმევ დღეს?
რომელ წიგნს ინებებ?
საყვარელი გასართობი ადგილი გვირჩიე
დღეს დიდად არ მშია
არჩევანი ბევრია
ყველა მისი პასუხია
მიკიბ-მოკიბული
ჰო, ირიბად
მაგრამ მოქნილად
თაფლივით ტკბილსა და იდუმალსა გაგასინჯებთ თქვენ
მაგაზეც არ არ არ
ამაზეც არ არ არ
გიყვარს შენ ვინმე ან
ვისი ხარ?
ჰა, გვიპასუხე
„სხვისი ყვარება ჩემთვის უცხო არის, ალბათ არასდროს გამომივა მსგავსი რამ“
ეს ტყუილი თუ ნამდვილი იყო ვერ
გავიგეთ ესა და ისევ დავიჯერეთ შენი (აა)
ისევ შეგვაყვარე თავი
შენ ისეთი ხარ თვალს ვერავინ მოგწყვეტს
ყოველგვარად ხარ ჩვენი უბიწო IDOL
ჰო, შენ ხარ განუმეორებელი
ცისკრის ვარსკვლავი ხარ, ხორცშესხმული
და მაგ ღიმილით შენ, სიყვარულს გვპირდები
აი, ჯადოსნური ტრფობა სულ ყველაში აღძარი
ეგ შენი მზერა და ეგ სიტყვები რომც ცრუ აღმოჩნდეს
ეგეც ხომ არის კვლავ აი
კაი, კაი, განსაკუთრებული გოგოა
ჩვენ კი უსახელო სტატისტები გახლავართ,
დამხმარეები ჩვენი ქალბატონი ვარსკვლავისა
ყველაფერი იმ გოგონას დამსახურება არაა
თავხედია
ავი შური ეს არ არის, არ არსებობს
არ არის სახუმარო
დანდობაზე არც კი ვფიქრობთ
ნაკლოვანების მიღება არ მოსულა
ჩვენს თავებს თუ ვერ ვიტანთ
უბადლო შენის გარდა ვინ უნდა მივიღოთ სხვა?
და შენც იცი ყველას შენი რწმენა აქვს
შესანიშნავი ხარ შეუპოვარი IDOL
უზადო — აი არცერთი ნაკლი
ცისკრის ვარსკვლავი ნათობს შენს გულში
სისუსტეს სულაც არ ვიმჩნევ და მე და მე
უნდა ვმალო ეს უჯერო მხარეები
უებრო, აი, გეგონება ალმასია
სწორედ ეგაა ნამდვილი აი
ჩემი ღიმილის გამო ბობოქრობს მედია
საიდუმლოდ უნდა დარჩეს სულ ეს ერთი რამ
„მიყვარხართ“ ამ სიცრუით ქმნილი კარიერა
სწორედ ეს ხომ ჩემებური სიყვარულია
ოფლდასხმულიც მოხდენილი არის — აკვა
რუბი ვმალე დახუჭული ამ თვალებითა
მომღერალი მოცეკვავე ვარ ნარნარა მარია
ჰო, ცრუ სიყვარული ყოვლად ალალია
ცხოვრებაში არავის ვყვარებივარ
არც მყვარებია სხვა, არაფრადაც ვვარგივარ — აი
ჩემნაირი გოგოს ტყუილიც ახდება, ერთ დღეს ნამდვილად იქცევა
ამისი მჯერა
ერთ დღეს სულ ყველაფერს ხელში ჩავიგდებ
ზუსტად, ვარ მუდამ გაუმაძღარი IDOL
გულწრფელად — ეს უნდა გითხრათ თქვენ
მე ნამდვილად მინდა რომ მიყვარდეთ
დღესაც ტყუილებს გიმღერით
იმ იმედით რომ ცრუ სიტყაშიც სიმართლის მარცვალი იქნება
მაგრამ მაინც ვერაფრით
მხოლოდ შენ და შენ ვერ გითხარით ეს სიტყვა ბოლო წუთამდე
ძლივს შევძელი თქმა
ეს ტყუილი მართლა არ არის
მიყვარხართ თქვენ
میتوانید با فشردن این دکمه از ثبتکننده تشکر کنید
این ترجمهای شاعرانه است - انحراف از معنی اصلی ترانه ممکن است (کلمات اضافه، اطلاعات اضافه یا ازقلمافتاده، مفاهیم تغییریافته).
Karumizaiارسالشده در 11 ژوئن 2023 - 17:27
توضیحات تکمیلی مترجم:
Some small changes and additions in meaning to make it singable.
აქეთ-იქით რაღაც პატარა ცვლილებები შევიტანე, რათა ნორმალურად იმღერებოდეს.
Pretty proud of the part where I managed to turn the ダメダメ [dame dame] into და მე და მე [da me da me] (and I and I)
✕
برای افزودن نظر، وارد شوید یا ثبتنام کنید.











